სს „თელასმა" №2057 სატრანსფორმატორო ქვესადგურზე სრული რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოები დაასრულა, რომელიც ელექტროენერგიით პირველი კატეგორიის მომხმარებლებს - დიღმის სამედიცინო დაწესებულებებს უზრუნველყოფს.
განახლებული ქვესადგურის გახსნის ცერემონიას, 17 სექტემბერს, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი დავით სერგეენკო და სს „თელასის" გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი დაესწრებიან.
სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად სატრანსფორმატორო ქვესადგურის სიმძლავრე სამჯერ გაიზარდა - 500-დან 1500 კილოვატამდე, აბონენტების ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობა და ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.