ნოდარ ხადური KfW-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდება
17 სექტემბერს, 13 საათზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ვიცე-პრეზიდენტს ევა ვიტის შეხვდება. შეხვედრას გერმანიის მხრიდან ასევე დაესწრებიან წარმომადგენლები KfW-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისიდან და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოდან. განიხილება KfW-ის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.