საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სსფ-ის მისიის ხელმძღვანელს, მარკ გრიფიტს და მისიის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე იმსჯელეს მიმდინარე წლის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების კუთხით არსებულ დინამიკაზე.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში მისიის მორიგი ვიზიტი მიმდინარე წლის ნოემბერში იგეგმება და სწორედ აღნიშნული ვიზიტისას შეთანხმდება 2013-2014 წლების ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები.