ჩეჩნეთის სუნჟენის რაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი პოლიციელი გარდაიცვალა. დაჭრილია კიდევ ოთხი პოლიციელი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებასთან თვითმკვლელმა დანაღმული ავტომობილი ააფეთქა. მართალია, პოლიციელებმა რომლებიც შენობას იცავდნენ შეძლეს ზღუდის აღმართვა ვიდრე თვითმკვლელი განყოფილების ტერიტორიაზე შევიდოდა, თუმცა მან ავტომობილი შენობის შესასვლელშივე ააფეთქა.
მასალის გამოყენების პირობები