ბათუმში ქარმა მაღალსართულიანი სახლის კედელი ჩამოანგრია.
შემთხვევა გუშინ ღამით გორგასლის და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაზე მოხდა.
ბათუმის მერის ჯემალ ანანიძის განცხადებით, საცხოვრებელი კორპუსის მე-10 სართულზე მანსარდის მშენებლობა მიმდინარეობდა და ჯერ-ჯერობით დაუდგენელი მიზეზით, სწორედ მისი კედელი ჩამოინგრა.
"მანსარდის მშენებლობა მიმდიანრეობდა. უნდა ითქვას, რომ ამ კორპუსს ნებართვა აქვს აღებული მაგრამ ასეთი ცუდი შემთხვევა მოხდა. ჩვენ გავარკვევთ რამდენად იყო დაცული სამშენებლო ნორმები, ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი კედელი მოიშალა მე-10 სართულზე. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის,"- განაცხადა ჯემალ ანანიძემ.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივი მოსახლეობა სამომავლოდ მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად შესაბამის სტრუქტურებს უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს.