დღეს, 14 სექტემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, დავით დარახველიძე ქ. ბათუმში ე.წ. „ბენზეს" დასახლებაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს.
პროექტის თანახმად, გათვალისწინებულია ახალაშენებული კორპუსების პირველ სართულზე განთავსებული კომერციული ფართების რეაბილიტაცია და საცხოვრებელ ბინებად გადაკეთება. გარდა ამისა, მინისტრი მოინახულებს დევნილთა და განსახლების სამინისტროს საკუთრებაში გადაცემულ 9 ჰა მიწის ნაკვეთს, რომელზეც იგეგმება 27 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა.