ანჯელინა ჯოლი სტუდია Spyglass-ის ფილმ "ტურისტში" მონაწილეობის მისაღებად მოლაპარაკებებს აწარმოებს. ფილმში მთავარი როლი შარლიზ ტერონს უნდა შეესრულებინა, მაგრამ მან პროექტი ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე დატოვა. უნდა აღინიშნოს, რომ ფილმზე მუშაობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა ასევე რეჟისორმა ბხარატ ნალურიმ.
ფილმი ფრანგული დრამის "Anthony Zimmer" რიმეიკად არის ჩაფიქრებული. ჯოლი ინტერპოლის აგენტის როლს შეასრულებს. აგენტი ტყვედ აიყვანს ევროპაში ჩასულ ამერიკელ ტურისტს, რათა მისი მეშვობით დააკავოს საშიში დამნაშავე, რომელიც ადრე ტურისტის შეყვარებული იყო.
ფილმში მთავარი როლი ტომ კრუზს უნდა შეესრულებინა, მაგრამ იგი სხვა პროექტით არის დაკავებული, რის გამოც როლი ავსტრალიელ სე უორტინგტონს გადაეცა.
სავარაუდოდ, ფილმის გადაღება 2010 წლის დასაწყისში დაიწყება.