რუსეთის ფედერაცია აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეებს უფასო გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას სთავაზობს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის მთავრობამ რუსეთისა და სეპარატისტული აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტებს შორის არსებული თანამშრომლობისა და სპეციალიზირებული, მათ შორის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დახმარების, მათ შორის მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხებში დახმარების გაწევის შეთანხმების პროექტი მოიწონა.
რუსეთის პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა და რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავალა გამართოს მოლაპარაკებები აფხაზურ მხარესთან შეთანხმების ხელმოწერის მიღწევის შესახებ.
„შეთანხმება ითვალისწინებს უფასო, სპეცილიზირებული, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევას ორივე სახელმწიფოს მოქალაქეებისათვის მათ აფხაზეთის ან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ყოფნის დროს. ხოლო მაშინ როდესაც ადამიანის სიცოცხლისათვის საფრთხე აღარ არსებობს, ის სამედიცინო დახმარებას მიიღებს იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეც არის. ამისათვის შეთანხმებით გათქვალისწინებულია ავადმყოფის ტრანსპორტირებაც. შეთანხმება ძალაში შედის ძალაში 30 დღიანი ვადის შემდეგ რაც დიპლომატიური არხებით გავლილი იქნება შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები და გაგზავნილი იქნება შეტყობინება შეთანხმების ამოქმედების მზადყოფნის შესახებ", _ წერს რუსული მედია.