სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ე.წ. ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ვალერი არშბა, რომელიც ბათუმის ყოფილმა მერმა თავის მიერ გაკეთებულ ხმამაღალ განცხადებაში ახსენა სმირბას სიტყვებს უარყოფს და აცხადებს, რომ მას ასლან სმირბასთან პოლიტიკაზე არასოდეს უსაუბრია.
ვერ ვირტყვი, რომ სმირბას არ ვიცნობ. ის მართლა იყო ჩამოსული აფხაზეთში, თუმცა მინდა ვთქვა დარწმუნებით, რომ მე არასოდეს მისაუბრია მასთან არც პოლიტიკაზე და მით უფრო ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე. ჩემთვის აფხაზეთი სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ის, რომ სმირბა წარმოშობით აფხაზია სულაც არ ნიშნავს, რომ მასთან მსგავსი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და მით უფრო დაუშვებელია ჩემი სახელის ხსენება თავის პოლიტიკური მიზნებისათვის.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბათუმის ყოფილმა მერმა ასლან სმირბამ განაცხადა, რომ მას დამოუკიდებლად აქვს მოლაპარაკება აფხაზეთის ე.წ. მთავრობის თავმჯდომარესთან. ასლან სმირბამ პირობა დადო, რომ 27 ოქტომბრის შემდეგ ქართულ-აფხაზური კონფედერაციის საკითხი გადაწყდება. სმირბამ დასძინა, რომ მან არ იცის, აქვს თუ არა დღევანდელ ხელისუფლებას რაიმე სახის ინფორმაცია, რომ ის აკეთებს ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს.
„ძალიან თბილი ურთიერთობა მაქვს ვალერი არშბასთან და სერგეი შამბასთან. ასევე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან. მე გაძლევთ გარანტიას, 27 ოქტომბრის მერე ყველანაირი მოლაპარაკება წავა აფხაზეთთან, რომ ჩვენი კონფედერაციის საკითხი გადაწყდეს, ჩვენ ამას მივაღწევთ, გაძლევთ ამის გარანტიას!
ყოფილი ხელისუფლების პერიოდში, ერთ დილას მომაკითხეს უშიშროების სამსახურიდან, დამევალა ჩავსულიყავი აფხაზეთში, მოვლაპარაკებოდი მთავბრობის თავმჯდომარეს, მის მოადგილეებს და ერთ-ერთი მთავრობის თავმჯდომარე ჩამომეყვანა ტრაპზონში ვერტმფრენით. გადავიხადე 24 000 დოლარი, ჩამოვიყვანე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე, შეგნებულად არ დავასახელებ გვარს. საქართველოდან კი ჩამოვიდა ბატონი ვანო მერაბიშვილი, რომელიც ახლა პატიმრობაში იმყოფება. სამი საათის განმავლობაში, სასტუმროში ისხდნენ და საუბრობდნენ. შემდგე კი გაკეთდა განცხადება, რომ მოვილაპარაკეთ, დავლაგდით და ა.შ. რაზე იყო იცით საუბარი? არაფერზე! ფედერაციაზე, კონფედერაციაზე და შიდა საქმეებზე.
არავის სიტყვას არ ვუჯერებ, არც ყოფილს და არც დღევანდელს. მე ვიცი რომ, 27 ოქტომბრამდე, ისე როგორც თურქეთიდან საქართველომდე და პირიქით, დიდი მანქანები დადიან, ასეთივე მანქანებმა უნდა იარონ აფხაზეთის ტერიტორიის გავლით. გაგრას გაივლიან და წავლენ რუსეთი, უკრაინაში და სხვა ქვეყნებში. შევთანხმდები აფხაზეთის ხელისუფლებასთან, რომ ეს საკითხდი გადაწყდეს. თუ გინდათ იცოდეთ სიმართლე, 80 პროცენტი მოგვარებულია. ამას ვაცხადებ, ასლან სმირბა.
ამ საკითხში პირადად მე ვმონაწილეობ. არ ვიცი აქვს თუ არა ხელისუფლებას რაიმე სახის ინფორმაცია. ისინი სხვა საქმეებით არიან დაკავებული და ქვეყნისთვის უფრო გლობალურ საკითხებს გადაწყვეტენ. მე ცუდს არაფერს ვაკეთებ, ვაკეთებ საქვეყნოდ კეთილ საქმეს. ჩემი უახლოესი მეგობრები არიან ვალერი არშბა, სერგეი შამბა, აფხაზეთის უშიშროების მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე. მე ამ ადამიანებთან მაქვს უშულოდ ურთიერთობა. ჩემი უფლებამოსილება არის, გავაკეთო ის, რაც სჭირება ქვეყანას", _ განაცხადა ასლან სმირბამ. .