აჭარის ა.რ. დასაქმების სააგენტოს 2013 წლის პროფესიული გადამზადების პროგრამის ფარგლებში 200 სოციალურად დაუცველი მოქალაქის სწავლების პროცესი წარმატებით დასრულდა.
პროგრამაში ჩართული ბენეფიციარები პროფესიულ გადამზადებას ტენდერში გამარჯვებულ ქობულეთის პროფესიულ კოლეჯ "ახალ ტალღა"-ში ოთხ სხვადასხვა სპეციალობაში გადიოდა. სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ ბენეფიციარებს სერთიფიკატები პროფესიული კოლეჯ "ახალი ტალღის" წარმომადგენლებმა და დასაქმების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ მარიამ ბეზარაშვილმა გადასცა. პროგრამაში ჩართულმა ბენეფიციარებმა დადებითად შეაფასეს სწავლების პროცესი და სამომავლოდ ახლად დაუფლებული პროფესიებით დასაქმების იმედი გამოთქვეს. დასაქმების სააგენტო პოზიტიურად აფასებს ბენეფიციართა მხრიდან სწავლების წარმატებით დასრულების და თავის მხრივ ხელს შეუწყობს შემდგომში მათ პროფესიულ დასაქმებას.