ავღანეთის სამხრეთ ნაწილში გზის სავალი ნაწილის გვერდით ჩადებული ნაღმის აფეთქებას სულ მცირე შვიდი ადამიანი შეეწირა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს. სამგზავრო ავტობუსი, რომელმაც ნაღმს გადაუარა ქაბულიდან ყანდაღარში მიდიოდა. 
აფეთქების შედეგად დაჭრილია 17 ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ ჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. 
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები