"ჩემი ოჯახის კლინიკის" ქუთაისის რეგიონულ საავადმყოფოში, სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესებისა და სამედიცინო დახმარების დროულობის უზრუნველსაყოფად, ახალი სასწრაფო-გადაუდებელი დახმარების განყოფილება დღეს გაიხსნა.
როგორც "ჯიეიჩენს" "ჩემი ოჯახის კლინიკიდან" აცნობეს, ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში, სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესებისა და სამედიცინო დახმარების დროულობის უზრუნველსაყოფად ახალი სასწრაფო-გადაუდებელი დახმარების (ER) განყოფილება გაიხსნა, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრით.
სასწრაფო გადაუდებელი დახმარების (ER)-ის განყოფილების გახსნასთან ერთად შემცირდება პაციენტის დაყოვნება კლინიკაში და ამასთან ერთად გაიზრდება კრიტიკული პაციენტებისათვის გაწეული პირველადი დახმარების ეფექტურობა და დროულობა. "ჩემი ოჯახის კლინიკა" მის ქსელში შემავალ სხვა კლინიკებშიც გეგმავს ამ სერვისის მიწოდებას, რისთვისაც კადრების გადამზადება უკვე მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები