„ძალიან ბევრს არ აწყობს ის, რომ რუსულ-აფხაზური ურთიერთობების გამყარების პროცესი მიმდინარეობს და ის, რომ აფხაზეთი გახდა ერთგვარი ფარი რუსეთის უსაფრთხოებისათვის ოლიმპიური თამაშების მომზადების პერიოდში", _ განაცხადა რუსეთის ე.წ. ალჩმა აფხაზეთში სემიონ გრიგორიევმა.
მან ე.წ. სალჩოს მოკლულ პირველ მდივანზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მის მოვალეობაში ძალიან ბევრი საკითხის მოგვარება შედიოდა.
„მათ შორის იყო მოსახლეობის პასპორტიზაცია, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღება, დოკუმენტების ლეგალიზაცია", _ განაცხადა ე.წ. ელჩმა აფხაზეთის ტელევიზიით სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, მკვლელობის მომენტიდან ე.წ. პროკურატურა დანაშაულის ჩადენის სხვა და სხვა ვერსიებზე საუბრობდა, მათ შორის იყო პროფესიულ და არაპროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ვერსიები. ასევე ტერაქტის ვერსიაც.
„შს სამინისტრო მიიჩნევს რომ ტერაქტის ვერსია სიმართლესთან ყველაზე ახლოსაა. ხოლო ვინაიდან ნაპოვნი იქნა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ტერაქტის ვერსია კიდევ უფრო მყარდება",_ განაცხადა გრიგორიევმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „აფხაზეთში ეჭვი არავის ეპარება, რომ რუსეთი აფხაზეთის ერთადერთი სტრატეგიული მოკავშირეა", _ განაცხადა ელჩმა.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. საელჩოს პირველი მდივანი ვიშერნევი აფხაზეთში არსებულ რუსეთის ე.წ. საელჩოში 2009 წლის შემოდგომიდან მუშაობდა.