ხევსურეთში სახალხო დღესასწუალი „შატილობა" გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო კუთხური ტრადიციები: კონცერთი, ლუდის კოდის დალოცვა, დოღი. ღონისძიება დუშეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით და საქართველოს ტურიზმის ეროვული ადმინისტრაციის მხარდაჭერით განხორციელდა. „შატილობის" დღესასწაულს, როგორც ქართველი ასევე უცოხელი ტურისტები სტუმრობდნენ. ღონისძიებას მთავრობის წევრებისა და დიპლომატიური კორპუსის გარდა საზოგადოების ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. „შატილობა" დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა გახსანა, ადგილობრივ მოსახლეობასა და ჩასულ სტუმრებს დღესასწაული პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკის თვითმმართველობის და დუშთის მაღალმთიანი რეგიონის კომიტეტის თავმჯოდმარემ ირაკლი ტრიფოლსკიმ მიუცოლა. დღესასწაულის მონაწილეები თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტმა თადეოზმა დალოცა. ტრადიციულად დოღში გამარჯვებულს საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციის ჯილდო გადაეცა.