სანდო წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზი სამღვდელოება დედაეკლიესიაში დაბრუნებას გეგმავს.
აფხაზმა ხალხმა კარგა ხანია იწვნია რუსული ჩექმის სიმძიმე და გააცნობიერა, რომ რუსეთი აფხაზთა გარუსების და სამღვდელოების დამონების პოლიტიკას ეწევა. ეს განსაკუთრებით დაეტყო აფხაზ სამღვდელოებას, რომელსაც რუსეთის ეკლესია დაეპატრონა - აიძულებენ მსახურებას რუსულ ენაზე, მღვდელმთავრებს უნიშნავენ მოსკოვიდან, არავითარ თავისუფლებასა და მითუმეტეს ეროვნულობაზე საუბარი არ შეიძლება იყოს. ამ ვითარებაში აფხაზმა სამღვდელოებამ დაიწყო გზის ძებნა დაუძვრეს ხელიდან რუსეთის ეკლესიას. გაჩნდა მკაფიო აზრი საქართველოს ეკლესიაში დაბრუნებისა, ამას მხარს უჭერს აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების რამდენიმე გავლენიანი პირი.
მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები მსოფლიო პატრიარქთან.
მანევრის არსი ნათელია - მსოფლიო პატრიაქრთან მოლაპარკების გზით რუსეთის კლანჭებიდან გაძრომა და საქართველოს ეკლესიაში დაბრუნება.
ოფიციალურად აფხაზები მსოფლიოპაქტრიარქს ავტოკეფალიას სთხოვენ. ეს ერთგვარი ფარია, რომლის უკან ქართულ ეკლესიაში დაბრუნების გეგმაა, თუმცა ყველამ იცის, რომ მსოფილიოპატრიაქრი ვერ დათანხმდება.
ამავე წყაროს ცნობით ერთერთმა აფხაზმა ბერმა საზღვარი გადმოკვეთა და ახლა ქართულ მონასტერში იმყოფება. ჩვენ შევძელით ამ ბერთან დაკავშირება, რომელმაც დაადასტურა რომ აფხაზი სამღვდელოება ამგვარ მანვერს ახორციელებს.