თელავში, საერთაშორისო ორგანიზაცია სტალინელისა და ვეტერანთა კავშირის ორგანიზებით, სტალინის ძეგლი გაიხსნა. მონუმენტი შემოწირულობებით გაკეთდა.
ვეტერანებმა მონუმენტი საზეიმო ვითარებაში გახსნეს და გვირგვინებით შეამკეს. მათ ასევე ლექსები წაიკითხეს და სტალინს „XX საუკუნის უდიდესი პიროვნება" უწოდეს.
შეგახსენებთ, რომ სტალინის ძეგლები კახეთის რამდენიმე სოფელში დგას. მათ შორისაა წინანდალი, ზემო ალვანი, ვანთა და აკურა. მონუმენტი არის ასევე კიკეთშიც.