ძლიერი წვიმის შედეგად გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა.
ადგილობრივების განმარტებით მოუწესრიგებელი საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემის გამო სარდაფებში წყალი ყოველი უამინდობისას დგება.
ძლიერი ქარის შედეგად ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის სახურავიც დაზიანა. ქარის შედეგად მოგლეჯილი სახურავი კი ეზოში მდგარ ავტომანქანებს დაეცა. შედეგად ცხრა ავტომანქანა დაზიანდა.