წელს ბათუმი დაარსებიდან 125 წლისთავს აღნიშნავს. ბათუმის მერიის მიერ ქალაქისადმი მიძღვნილი დღესასწარულის "ბათუმობის" ფარგლებში მრავალი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი. "ბათუმობა" 31 აგვისტოს დაიწყება და 2 სექტემბერს ანბანის კოშკთან გალა-კონცერტით დასრულდება. "ბათუმობის" ფარგლებში ქალაქში სხვადასხვა ადგილზე და სხვადასხვა დროს ჩატარდება წიგნის ფესტივალი, სამეჯლისო ცეკვების ფესტივალი, ფესტივალი "ყავა ბათუმურად", ღვინის ფესტივალი, ნაყინის ფესტივალი, ლუდის ფესტივალი, ყვავილების ფესტივალი. "ბათუმობის" აღსაღნიშნავად გაიმართება ქუჩის კონცერტები, ფოლკლორული საღამოები, მხატვრების ნამუშევრებისა და ფოტო-გამოფენები, მოძრაობის თეატრისა და თითების თეატრის სპექტაკლები, გოგა ნიქაბაძის დეფილე, შეჯიბრი ავტორბოლის მოყვარულებში. ბათუმობის პერიოდში ქალაქი უმასპინძლებს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს "მარბელას", "ქართული ხმების" კონცერტსა და კიდევ სხვა ბათუმელებისა და მისი სტუმრებისათვის საინტერესო ღონისძიებას.
მასალის გამოყენების პირობები