ახალციხის ცენტრში ათობით ადამიანია შეიკრიბილი.აქციის ორგანიზატორები ადგილობრივი მართლმადიდებლები არიან.
მათი თქმით, ბოლო პერიოდში სოფლებიდან ღორთუბანი, კეხოვანი და ნამინაური მოლას შეძახილები ისმის, რის გამოც ისინი წუხდებიან.
აქციის მონაწილეთა თქმით, ამ სოფლებში მინარეთი არ არის თუმცა ადგილობრივმა მუსლიმებმა ხმის გამაძლიერებლები დაამონტაჟეს.
მეგაფონების საშუალებით აქციის მონაწილეები მართლამდიდებელ მრევლს მოუწოდებენ რომ აქციას შეუერთდნენ.
პროტესტის ნიშნად დღევანდენი აქციის მონაწილეები სოფელ ჭელასაკენ მიმავალი გზის გადაკეთვას აპირებენ, სადაც დღეს საღამოს 7 საათზე მინარეთის აღდგენის პროცესი უნდა დაიწყოს.