წყალდიდობამ წალენჯიხის რაიონში 7 სოფელი მნიშვნელოვნად დააზარალა. სტიქიის შედეგად სოფლებში ლიასა და ფახულანში, ასევე წალენჯიხის ცენტრში საავტომობილო ხიდები დაინგრა.
გადაუღებელი წვიმის გამო დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და თხილის პლანტაციები.
ერთსაათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა უკვე მოგროვებული თხილის დიდი ოდენობით მოსავალიც გაიტაცა.
სტიქიის შედეგად ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო, წალენჯიხის რაიონის რამდენიმე სოფელს ელექტოენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.
სტიქიის ადგილზე უკვე მუშაობენ სამაშველო სამსახურების ბრიგადები. უკვე შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისიაც, რომელიც მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ზუსტ ოდენობას უახლოეს მომავალში დაადგენს.