შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკანონოდ მოქმედი 9 სახერხი საამქრო და ხე-ტყის უკანონოდ ჭრის 2 ფაქტი გამოვლინდა.
ბრაკონიერებს 23 კუბამეტრამდე მოცულობის მორი და 14 კუბამეტრამდე დახერხილი ფიცარი ჩამოართვეს.
აჭარის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის ვახტანგ ღოღობერიძის განცხადებით, ბრაკონიერებისთვის ჩამორთმეული ხე-ტყის მასალა მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე შუახევის სატყეო ადმინისტრაციას გადაეცა.
"შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელდა შემოვლა, რა დროსაც დაფიქსირებულ იქნა უკანონოდ მოქმედი 9 მრგვალი ხე-ტყის პირველადი გადამუშავების საამქრო, რომელზეც შედგა ადმინისტრაციული ოქმები. ასევე 2 უკანონო ტყის ჭრის ფაქტი დაფიქსირდა. მეპატრონეების არყოფნის გამო, 3 სახერხ საამქროზე საველე აქტები დაიწერა,"- განაცხადა ვახტანგ ღოღობერიძემ.
კანონდამრღვევების დასადგენად გამოძიება გძელდება.