საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ ცენტრში განუცხადეს, მიწისძვრის ეპიცენტრი აფხაზეთის ტერიტორიაზე, ქალაქ სოხუმიდან 42 კილომეტრის დაშორებით იყო.
მათივე ინფორმაციით, თბილისის დროით 09:48 საათზე დაფიქსირებული მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 2.7 მაგნიტუდა იყო და სოხუმსა და მიმდებარე რაიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის შესამჩნევი იყო.
არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.