ანანურში ძლიერმა წვიმამ და ხევებში წყლის დონის სწრაფად მომატებამ მოსახლეობის ნაწილი გარესამყაროს სრულად მოწყვიტა.
გუშინ მოსული დიდი ოდენობით ნალექის შედეგად, დანგრეულია სოფლების მისასვლელი გზებიც.
შემთხვევის ადგილზე მყოფი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაჟა ჩოხელის განცხადებით, ხევის ადიდების შედეგად, ანანურის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 ადამიანი და რამდენიმე ავტომანქანა გუშინდელი დრიდან რჩება და შესაბამისი გზის არ არსებობის გამო, ისინი გამოსვლას ვერ ახერხებენ.
"მთლიანად მოწყვეტილია გზა და 4 მანქანაა დარჩენილი მდინარის მიღმა. რამდენიმე საათში შესაბამის ტექნიკას ველოდებით და ამ ხალხის გადმოსაყვანად გზას გავხსნით. ადიდებულმა ხევებმა ანანურის მთებში რამდენიმე სოფელში მისასვლელი გზები დაგვიზიანა. პოვლურის მხარეს უკვე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები,"- განაცხადა ვაჟა ჩოხელმა.
სტიქიური უბედურების ზონაში უკევე იმყოფებიან სამაშველო სამსახურების ბრიგადები და გაწმენდითი სამუშაოები შესაბამისი ტექნიკის მისვლის შემდეგ დაიწყება.