უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ბრიუსელში თავისი პირველი ვიზიტის დროს გეოგრაფიული კონფუზი დაუშვა და კოსოვო სერბეთსა და ჩერნოგორიაში ხოლო ჩრდილოეთი _ ე.წ. სამხრეთ ოსეთში აურია. ეს კურიოზი მოხდა მას შემდგე რაც ვიქტორ იანუკოვიჩს ჟურნალისტმა ჰკითხა აღიარებს თუ არა უკრაინა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.
"თავის დროზე მე გავაკეთე განცხადება იმის შესახებ, რომ ჩემთვის ორმაგი სტანდარტები მიუღებელია. ეს სერბეთის მაგალითზე, თუ უფრო სწორედ ჩერნოგორიის დამოუკიდებლობის მაგალითზე. კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების დროსვე გასაგები იყო, რომ კონფლიქტები გაყინული კონფლიქტების ტერიტორიებზე მხოლოდ გამწვავდება და ამის მომდევნო ნათელი მაგალითი იყო ჩრდილოეთი ოსეთი", _ განაცხადა იანუკოვიჩმა და იქვე ხაზი გაუსვა, რომ "საერთაშორისო წესები ყველასათვის ერთი უნდა იყოს და ამ საკითხში გამონაკლისები არ უნდა არსებობდეს".
ვიქტორ იანუკოვიჩმა ასევე განაცხადა, რომ დღეისათვის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. "ჩვენ გვაქვს პრეცედენტი რომელიც შეიძლება არც გვქონოდა, მაგრამ ჩვენ იგი დავუშვით", _ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ იანუკოვიჩი ბრიუსელში გაკეთებული ამ განცხადებების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის თანმხლები დელეგაციის წევრებმა ჟურნალისტებს სთხოვეს მომხდარი გაეშუქებინათ ისე, თითქოს ეს შეცდომები არ ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ ამგვარი "შეცდომების" დაშვება იანუკოვიჩისათვის უცხო არაა. ჯერ კიდევ უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ლვოვში ამომრჩეველთა წინაშე სიტყვით გამოვლისას, იქ დამსწრე საზოგადოებას "ქვეყნის საუკეთესო გენოციდი" უწოდა.
"აქ თავი მოიყარა ქვეყნის საუკეთესო გენოციდმა", _ განაცხადა იანუკოვიჩმა, ხოლო როდესაც მას თანაშემწეებმა შეცდომა გაუწორეს: "გენოციდი კი არა, გენოფონდი", იანუკოვიჩმა დასძინა: "ხო, გენოფონდიც". პუბლიკამ გაიცინა, იანუკოვიჩმაც გაიღიმა.
ამას გარდა, იანუკოვიჩმა ტელეხიდ "სიმფეროპოლი-რეგიონების" პირდაპირ ეთერში სიტყვით გამოსვლისას ანტონ ჩეხოვს "დიდი უკრაინელი პოეტი" უწოდა. რამდენიმე უკრაინულმა გამოცემამ აღნიშნა, რომ "მრჩევლებისა და კონსულტანტების ყურადღების გარეშე დატოვებულმა იანუკოვიჩმა ზედმეტი ილაპარაკა". ამ ინციდენტს, გაგრძელებაც ჰქონდა. "ვოვრემია. ინფოს" ინფორმაციით, იანუკოვიჩის შტაბში სახალხო დეპუტატ ანა გერმანსა და იანუკოვიჩს შორის შელაპარაკება მოხდა. იანუკოვიჩმა ქალს სახეში გაარტყა. გერმანმა იგი მკაცრად გააკრიტიკა "დიდი უკრაინელი პოეტის" გამო.
საინტერესოა, რომ 2004 წელს უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატად ყოფნისას და შესაბამისი ანკეტის შევსებისას გრაფაში "სამეცნიერო ხარისხი" _ მან დაწერა "პროფფესორი", _ ამის შემდეგ მას ხშირად ასეც უწოდებენ: "პროფფესორი".
2006 წლის 12 მარტს იანუკოვიჩს დიდმარხვის დაწყებისა და დასრულების თარიღი აერია.
იმავე 2006 წელს ოდესაში წინასაარჩევნო მიტინგზე იანუკოვიჩმა ანა ახმატოვას ანა ახმეტოვა უწოდა და ეს გვარი სწორედ მილიონერ ახმეტოვის გვარში აერია.
2008 წლის 20 ოქტომბერს ასევე ოდესაში გამართულ პრეკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ადგილოვრივი მოძრაობის ერთ-ერთი წევრი ავგუსტ ბებელი იანუკოვიჩს ოდესელ მწერალში ისააკ ბებელში აერია.
2007 წლის თებერვალი უკრაინისა და სლოვაკეთის მთავრობათაშორისი ჯგუფის სხდომაზე პრემიერ-მინისტრ იანუკოვიჩს სლოვაკეთი სლოვენიაში აერია.
2009 წლის 29 აგვიტოს დონეცკში სიტყვით გამოსვლისას იანუკოვიჩმა საბჭოთა პოეტ პაველ ბესპოშადნის პაველ ბესმერტნი უწოდა.
27 აგვიტოს იანუკოვიჩი გამოვიდა ინიციატივით, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" ჩერნოგორიეში არსებული სიტუაციის კონტექსტი განეხილათ და ყოველივე კოსოვოში აერია.
2009 წლის სექტემბერში იალტის ევროპული სტრატეგიის კონფერენციაზე მას სტოკჰოლმი ჰელსინკში აერია.
კოროვოგრადში ყოფნისას დაავიწყდა, სად იმყოფებოდა და ადგილობრივი ტელეკომპანიის ეთერში საუბარი ჩერნიგოვოზე დაიწყო.