იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, რომელიც ვაშინგტონში თეთრ სახლში შესახვედრად იმყოფება, აცხადებს, რომ ევროპელი ლიდერები უკრაინასთან ერთად დგანან და მხარს უჭერენ აშშ-ის პრეზიდენტის სამშვიდობო ძალისხმევას. ამის შესახებ BBC იუწყება.
შეხვედრამდე იტალიურად საუბრისას მან განაცხადა, რომ მოხარულია, რომ ნატო-ს სტილის უსაფრთხოების გარანტიების წინადადება, რომელიც პირველად იტალიამ წამოაყენა, დღევანდელი მოლაპარაკებების ცენტრალურ თემას წარმოადგენს.
მელონიმ დასძინა, რომ დასავლეთი „მშვიდობის მშენებლობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფის“ ინსტრუმენტია.
„ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ, ჩვენ მხარს ვუჭერთ აშშ-ის პრეზიდენტის ძალისხმევას“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
„მე მჯერა, რომ დღეს ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაო ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იქნება“, - დასძინა მელონიმ.
მელონი იმ ევროპელ ლიდერებს შორის იქნება, რომლებიც ორშაბათს დონალდ ტრამპს შეხვდებიან რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის საკითხზე სასაუბროდ.
ევროპელ ლიდერებთან შეხვედრამდე, პრეზიდენტი ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს მოლაპარაკებებს.