ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 17-18 აგვისტოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან გასვლითი შეხვედრები გამართა. 17 აგვისტოს შეხვედრა სოფელ აიაზმაში (წალკის რაიონი) შედგა, 18-ში კი მარნეულის რაიონში. შეხვედრები სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ დაფინანსებული და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
სოფ. აიაზმაში არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი დამცველმა", პროექტის ფარგლებში - "საარჩევენო პროცესებში ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა და ამომრჩევლის როლის გააქტიურება", კარდაკარ შემოვლის პრინციპით გამართა შეხვედრები. ხოლო, არასამთავრობო ორგანიზაციამ "საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი", პროექტის ფარგლებში - „საარჩევნო პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ამომრჩევლის როლის გააქტიურება" მარნეულის სამ სოფელში - თაზაქენდში, აზიქენდსა და ალგეთში გამართა მოსახლეობასთან შეხვედრები, რაც მიზნად ისახავს ზემოაღნიშნულ სოფლებში, საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას ღია ცის ქვეშ. პროექტის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების ამომრჩევლებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ არჩევნების დღეს საკუთარ უფლებებსა და ვალდებულებებს.
მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობების გათვიცნობიერებას საარჩევნო პროცესებში და მათი არჩევნებში ჩართულობის მაქსიმალურად უზრუნველყოფას. ცენტრალური საარჩევნო კომისია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან თანამშრომლობას.