შპს „საზღვაო ჰოსპიტალს" მეან-გინეკოლოგიური განყოფილება დაემატა. თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი განყოფილება აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურამანიძემ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ დიმიტრი მახათაძემ გახსნეს.
გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე რომან ბოლქვაძე და მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე, ასევე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი მალხაზ ხალვაში, ბათუმის დედათა და ბავშვთა რესპუბლიკური ცენტრის მთავარი ექიმი თამარ ბახტაძე და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმები.
ახალგახსნილ განყოფილებაში პაციენტთა მიღება 19 აგვისტოდან დაიწყება, აქ ერთდროულად მოსახურება 6 პაციენტს გაეწევა. კლინიკაში სამედიცინო მომსახურების მიღება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეებსაც შეეძლებათ.
დაწესებულების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით მშობიარობის და საკეისრო კვეთის ღირებულება სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფასებს გაუთანაბრდება და პაციენტს დამატებითი თანხის გადახდა აღარ მოუწევს.
მასალის გამოყენების პირობები