დღეს დილით, თბილისის დროით 09:48 საათზე საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სეისმური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ გორიდან 8 კილომეტრის დაშორებით, სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში იყო.
3.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები გორში და მის მიმდებარე რაიონებში მოსახლეობისთვის საგრძნობი იყო.
არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.