ქუთაისში „ხალხის პარტიის" რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები ქალაქში არსებულ პოლიტიკურ რეალობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ქუთაისის მერი, დიმიტრი კოპალიანი ქალაქის საკრებულოში ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წნეხის წვეშ იმყოფება, რის გამოც ის დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ იღებს. პარტიის წარმომადგენლები ასევე მოითხოვენ მერიაში მუდმივმოქმედ საკონკურსო კომისიას, „ხალხის პარტიის"წარმომადგენელიც სრულუფლებიან წევრად დაემატოს.
„პატრიოტები" ზეწოლას ახორციელებენ ქუთაისის მერზე და ამ ზეწოლის შედეგად სხვადასხვა თანამდებობებზე ნიშნავენ ამავე ფრაქციიც კადრებს. ჩვენ მოვუწოდებთ ქუთაისის მერს პოლიტიკური კოჰაბიტაცია უფრო სასარგებლო იქნება „ხალხის პარტიასთან" ვიდრე ვითომ და „პატრიოტთა" ქურქში დამალული „ნაციონალური მოძრაობის" წევრებისთვის"- ამბობს „ხალხის პარტიის" წევრი ოთარ ლორთქიფანიძე.