იმერეთს ახალი ვიცე-გუბერნატორი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე პრეზიდენტის მხარის რწმუნებულმა ვახტანგ ბალავაძემ, ქუთაისის მერის მიერ გათავისუფლებული ვიცე-მერი, ამირან ძოწენიძე დანიშნა. როგორც ბალავაძე ამბობს, ვიცე-გუბერნატორი სამშობლოს, ქვეყნის და საქმის სიყვარულით შერჩია.
„ამირან ძოწენიძემ იცის, თუ როგორ უნდა აკეთოს საქმე. არის გამოცდილი კადრი და უაღრესად პატივსაცემი ადამიანი,"- ამბობს ბალავაძე.
შეგახსენებთ, რომ იმერეთის ვიცე-გუბერნატორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური რაც მხარის ვიცე-რწმუნებულმა გოჩა თევდორაძემ თანამდებობა დატოვა და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" იმერეთის ორგანიზაცია ჩაიბარა.