მედვედევი-სარკოზის შეთანხმების ნამდვილი შინაარსი ვიცით მხოლოდ ჩვენ და არა მათ, ვინც შემდგომ განმარტებებს აკეთებდა, - ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ტელეკომპანია "რუსთავი"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით,
"გამომდინარე ზემოთ თქმულიდან, რუსეთის მხარის პოზიცია - მისი განზრახვების შინაარსი, სრულიად შეესაბამება იმ ტექსტს, რომელიც არსებობს".
"ჩვენ დავეყრდენით და ვეყრდნობით იმას, რომ ამ პერიოდში რუსეთის ფედერაციამ გაერთიანებული ერეგის ორგანიზაციის წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად, მოახდინა თავდაცვის უფლების რეალიზება. მას შემდეგ, რაც სამხედრო დარტყმები განხორციელდა ჩვენს სამშვიდობო ფორმირებებზე. დაიღუპა ხალხი და ამას ახლა კომისიების მუშაობის შემდეგ, ყველა არიარებს და სხვათა შორის, იმ ადამიანთა მნიშვნელოვანი ნაწილიც, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ - საქართველოს მოქალაქეები. ეს ერთი, და მეორე - ის ადამიანები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები იყვნენ და იმ მომენტში ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, ასევე დაზარალდნენ და დაიღუპნენ. ამიტომ, ჩვენს მიერ მიცემული კვალიფიკაცია რჩება იგივე. ის ეყრდნობა საერთასორისო სამართლის ოგად პრინციპებს და გაერო-ს წესდებას, თავდაცვის უფლებას, რომელიც გულისხმობს პასუხის გაცემას სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. სამწუხაროდ, კაცობრიობის ისტორიაში ეს ხდებოდა და დღემდე ხდება. რაც შეეხება შემდგომ მოქმედებებს, იცით, ამ ყოველივეს მოსმენა ხანდახან საკმაოდ მაოცებს. რადან ის შეთანხმებები, რომლებზეც საუბარია, როგორც ჩანს, ეხება იმ დოკუმენტს, რომელზეც ჩვენ მოვაწერეთ ხელი სარკოზის მონაწილეობით და რომელსაც შემდგომში ამა თუ იმ ფორმით დაეთანხმა საქართველოს ხელმძღვანელობა - მისი ნამდვილი შინაარსი ვიცით მხოლოდ ჩვენ და არა მათ, ვინც შემდგომ განმარტებებს აკეთებდა ამ დოკუმენტზე. ამიტომ, რუსეთის მხარის პოზიცია - ჩვენი განზრახვების შინაარსი, სრულიად შეესაბამება იმ ტექსტს, რომელიც არსებობს და მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ იოტისოდენადაც არ გადაგვიხვევია ე.წ. მედვედევი-სარკოზის გეგმიდან. ჩვენ გამოვიყვანეთ ჯარები და შევეცადეთ დაგვეწყნარებინა ეს სიტუაცია",- განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.