16 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც ძალაში შევიდა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას ათი რუსი სპორტსმენის მიმართ, რომლებიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას მხარს უჭერენ.
ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების პაკეტი უკრაინელი სკელეტონ მრბოლელისა და ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრის, ვლადისლავ ჰერასკევიჩის პეტიციის საფუძველზე შეიქმნა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სიაში შედიან სპორტსმენები, რომლებმაც, კერძოდ, მოინახულეს დონეცკის, ლუჰანსკის და ზაპოროჟიეს ოლქების დროებით ოკუპირებული ტერიტორიები და ყირიმი, საჯაროდ გაამართლეს რუსული აგრესია და შეაგროვეს თანხები რუსეთის საოკუპაციო ძალებისთვის.
„უკრაინის სანქციების ეს პაკეტი მსოფლიოს სხვებისთვის სიგნალი უნდა იყოს - სიგნალი იმისა, რომ მათ არ შეუძლიათ უბრალოდ თვალი დახუჭონ აგრესიის მხარდაჭერაზე.
უკრაინის სანქციების ეს პაკეტი მსოფლიოში სხვებისთვის სიგნალი უნდა იყოს - სიგნალი იმისა, რომ მათ არ შეუძლიათ უბრალოდ თვალი დახუჭონ აგრესიის მხარდაჭერაზე.
როდესაც ოლიმპიადაზე უკრაინელებს რუსული აგრესიის მსხვერპლთა ხსოვნაც კი ეკრძალებათ, ეს სამართლიანობისგან გლობალური უკან დახევის აშკარა ნიშანია. ჩვენ სამართლიანობას აღვადგენთ,“ - აღნიშნულია განცხადებაში.