რუსეთის ძალებმა კრივი რიჰის ინფრასტრუქტურას შეუტიეს. ინფორმაციას უკრაინული მედა კრივი რიჰის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელზე, ოლექსანდრ ვილკულზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვილკულის ცნობით, რუსულმა ძალებმა ინფრასტრუქტურა ბალისტიკური რაკეტით დაბომბეს.
„მტერმა ინფრასტრუქტურა ბალისტიკური რაკეტით დაბომბა. დარჩით თავშესაფრებში, ვიდრე ყველაფერი გაირკვევა“, – განაცხადა ვილკულმა.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.