აზერბაიჯანისა და თურქეთის ხელისუფლებები ერთიანი არმიის ფორმირებაზე შეთანხმდნენ, რომელიც გათვლილი იქნება მომავალში ისეთი სამხედრო გაერთიანებების შექმნაზე, რომელიც ერთსადაიმაზე მისიას შეასრლებს. ეს განცხადება აზერბაიჯანის მილი მეჟლისის დეპუტატმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრმა ზახიდ ოკუჯმა გააკეთა.
„აზერბაიჯანისა და თურქეთის სამხედრო დანაყოფების მიერ ჩატარებულმა ერთობლივმა სწავლებებმა დაადასტურა, რომ ორივე სახელმწყო ერთნაირად ხედავს უსაფრთხოებისა და რეგიონელურ პრობლემებს და ეკონომიკურ, პოლიტიკურ და დიპლომატიურ საფუძველთან ერთად იქმნება ყველაზე მნიშვნელოვანი მათი კომპონენტი - სამხედრო", _ განაცხადა დეპუტატმა.
მისივე თქმით, თანამშრომლობის ფორმულა უნდა იყოს არა „ერთი ერი და ორი სახელმწიფო"-ს ფორმატში არამედ „ერთი ერთი და ერთიანი არმია"-ს ფორმატში.