ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ ზუგდიდში, დევნილთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მინისტრმა არასამთავრობო სექტორს სამინისტროს გეგმები, პრიორიტეტები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. ასევე ისაუბრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილთა განსახლების საკითხებზე. კერძოდ, რა გეგმები აქვს სამინისტროს აღნიშნული მიმართულებით.
დავით დარახველიძემ ასევე აღნიშნა, რომ დევნილთა საბინაო პრობლემები მხოლოდ ძველი შენობების რეაბილიტაციის ვერ მოგვარდება და საჭიროა ახალი მშენებლობებიც. 8 კორპუსი ზუგდიდში უკვე შენდება.
მინისტრის თქმით, ის მზადაა არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობისთვის და შეთანხმდნენ, რომ მსგავსი შეხვედრები სხვადასხვა რეგიონებში პერიოდულად გაიმართება.
შეხვედრა ცენტრ „აფხაზეთის" ოფისში გაიმართა, 10-დე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა.