მდინარე ენგურში გადავარდნილი დედის, მისი 24 წლის ორი ტყუპი ქალიშვილის და ოჯახის ახლობელი მამაკაცის ოჯახის წევრები ენგურის გადაკეტვას მოითხოვენ.
მდინარეში დაკარგლთა ოჯახის ახლობლის ლოფო ლომიას განცხადებით, რამდენიმეკვირიანი უშედეგო სამძებრო სამუშაოების შემდეგ, შესაძლოა, სამართალდამცავი უწყების სპეციალურმა ბრიგადებმა მდინარეში გადავარდნილი ადამიანების ძებნა შეწყვიტონ და ადგილზე მობილიზებული სპეცტექნიკა გაიყვანონ.
"გუშინ გამოგვიცხადეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საერთოდ წყვეტს სამძებრო სამუშაოებს და რჩება ადგილობრივები, რომლებიც ძებნის ოპერაციაში მონაწილეობენ. მათ ხელთ არნაირი ტექნიკა და სპეცსაშუალება არ გააჩნიათ და ფიზიკურად შეუძლებელია რაიმე შედეგისომცემი იყოს მათი მუშაობა შიშველი ხლებით,"- განაცხადა სოფო ლომიამ.
შეგახსენებთ, რომ მესტიაში, ხაიში-მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთიდან სვანეთის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი დაახლოებით 20 დღის წინ მდინარე ენგურში ჩავარდა. ავტომანქანაში საქართველოში სტუმრად მყოფი რუსეთის მოქალაქე ქალბატობი და მისი ორი ტყუპი ქალიშვილის იმყოფებოდნენ. სატრანსპორტო საშუალებას ოჯახის ახლობელი მართავდა.
მდინარეში დაკარგულთა ოჯახის ახლობლებს მომხდარი უბედური შემთხვევიდან ამ დრომდე სამძებრო სამუშაოები არ შეუწყვეტიათ, თუმცა ძებნის სამუშაოებმა შედეგი არ გამოიღო.