ზესტაფონის მოსახლოება, აგრალური უნივერსიტეტის მფლობელს კახა ბენდუქიძეს უპირისპირდება. არასამთავრობო ორგანიზაცია „ზესტაფონის სამოქალაქო დარბაზის" წევრების განცხადებით, ზესტაფონში, სოფელ საქარაში არსებული ღვინის ენოთეკიდან ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა კახაბენდუქიძემ 17 000 ღვინის ბოთლი შეიძინა და რაიონიდან გატანას გეგმავს.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს ქუთაისში ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ მოსახლეობა ბენდუქიძეს ღვინის ბოთლების გატანის საშუალებას არმისცემს.
„ღვინის ბოთლები ბენდუქიძემ 23 თეთრად შეიძინა, როცა რეალურად მისი ღირებულება ათასობით დოლარია. ჩვენ ყველა სმივმართავთ, ვისაც ჩვენი დახმარება შეუძლია. ღვინის ენოთეკა უნიკალურია და მისი გასხვისება არ უნდა მოხდეს. გული გვწყდება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან არავინ ჩამოვიდა. არადა იმხელა ხელფასები აქვთ,"- ამბობს ექსპერტი ნაზი ცქიტიშვილი.
სოფელ საქარაში არსებული მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო ცენტრი 130 წლისაა და მასში ჩამოსხმული ღვინის პირველი ბოთლი 1905 წლით თარიღდება. 2011 წელს პრემიერ ნიკა გილაურის ბრძანებით საქარიას საცდელი სადგური აგრარულ უნივერსიტეტს შეუერთდა. ორგანიზაციის წევრების განცხადებით, ცენტრის გასხვისება აქედან მოხდა.