აჭარის რეგიონს გაზმომარაგება ორი დღის განმავლობაში აღუდგება. გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, მაგისტრალურ გაზსადენზე მომხდარი ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ გუშინ დაიწყო, თუმცა, ცუდი კლიმატური პირობების გამო, დაზიანების სრული ლიკვიდაცია ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.
გურიის რეგიონში გუშინ ამოვარდნილი ძლიერი შტორმის შედეგად, მდინარე ნატანებმა ქუთაისი-სოხუმის ქობულეთის განშტოების 44-ე კილომეტრზე გაზსადენი გააშიშვლა და გაწყვიტა. დაზიანების გამო გაზმომარაგება შეუწყდა აჭარის რეგიონს.