სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, ასპინძის გამგებელმა 2 აგვისტოს გამართულ თათბირზე სოფლის რწუნებულებს და მათ თანაშემწეებს, პირადი განცხადების საფუძველზე, თანამდებობების დატოვება მოსთხოვა.
როგორც ასპინძის მუნიციპალიტეტის, ოშორა-იდუმალას რწმუნებული „სამართლიან არჩევნებთან" საუბარში აცხადებს, გამგებელმა ლევან ცაბაძემ და მისმა მოადგილემ, ალექსანდრე პაპაშვილმა რწმუნებულებს და მათ თანაშემწეებს განუცხადეს, რომ თუ თავისი ნებით არ დატოვებდნენ დაკავებულ პოზიციებს, მათ მიმართ იძულების სხვა ხერხებს გამოიყენებდნენ.