3 აგვისტოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩირუხში ტრადიციული სახალხო დღესასწაულის, „შუამთობის" საზეიმო გახსნას დაესწრება.
ღონისძიების ფარგლებში გაიხსნება ახალი სპორტული კომპლექსი. ჩირუხის საკურორტო დასასვენებელ ზონაში კი გაიმართება სპორტული კოლექტივების შეჯიბრი ფეხბურთში, ფრენბურთსა და ბაგირის გადაწევაში. შეჯიბრის შემდეგ დაიწყება „შუამთობის საზეიმო ღონისძიება, რომელშიც შუახევის კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლები წარმოადგენენ საჩვენებელ მუსიკალურ თეატრალიზებულ კომპოზიციებს. სტუმრებისთვის მინი კონცერტს გამართავს თურქეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ბაიარ შაჰინი.
შუამთობა ტრადიციული დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას ჩირუხში იწყება და მომდევნო კვირის ბოლომდე ბეშუმში გრძელდება. ადგილობრივები ამ ტრადიციით საზაფხულო სეზონის გახსნას ზეიმობენ.