ყვარლის რაიონის სოფელ საცხენეში მგლებმა ქენქაძეების კუთვნილ ფარაში 19 სული ცხვარი გაანადგურა, ექვსი კი გაიტაცეს.
ადგილობრივების განმარტებით სოფელში ეს მგლის გამოჩენის პირველი შემთხვევა არ არის.
მოსახლეობა შესაბამისი უწყებებისგან ქმედითი ზომების გადადგმას მოითხოვს. მათი განამარტებით, არსებობს ადამიანებზე მტაცებლის თავდასხმის საშიშროებაც.