ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატებმა საქალაქო მეურნეობისა და იურიდიული კომისიების თავმჯდომარეობიდან „ნაციონალი" დეპუტატები გადააყენეს.
საქალაქო მეურნეობის კომისიაში მერაბ ბარათაშვილი „ქართული ოცნების" დეპუტატმა აკაკი სიხარულიძემ ჩაანაცვლა, ხოლო იურიდიული კომისიის ახალი თავმჯდომარე „საქართველოს პატრიოტთა ალიანისს" დეპუტატი გიორგი შავგულიძე გახდა.
საკრებულოს „ნაციონალი" დეპუტატების განცხადებით, საკრებულოს უმრვლესობამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.
„ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია. უმრავლესობაში ხართ და იღებთ გადაწყვეტილებას „პატრიოტებად" შერაცხული ყოფილი „ნაციონალების" მიერ," - განაცხადა საკრებულოს „ნაციონალმა" დეპუტატმა გია გოქაძემ.