დღეს, 31 ივლისს, სენაკში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ჩავლენ და სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდებიან.
რეგიონული განვითარებისა დ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაიმართება თათბირი, სადაც მინისტრები ადგილობრივი ხელისუფლებისგან მოისმენენ ბოლო ინფორმაციას ზარალის თაობაზე, ხოლო შემდეგ ქალაქში გაწმენდით სამუშაოებს დაათვალიერებენ, რის შემდეგაც დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდებიან.
თათბირი გამგეობაში 11:30 საათზე დაიწყება.