სტიქიის შედეგად ლაგოდეხის სამი სოფელი დაზარალდა. სეტყვა აფეს, ნაიდროლავსა და ბოლოკიას ოცი წუთის წუთის განმავლობაში უტევდა.
სტიქიის შედეგად დაისეტყვა 200 ჰექტრამდე სამეურნეო დანიშნულების სავარგულები. განადგურა სიმინდის ნათესები, საზამთროს ბაღები და ბოსტნეული.
ადგილობრივების განმარტებით თუ მათ ხელისუფლება დახმარებას არ გაუწევს ისინი ბანკებში აღებული კრედიტის დაფარვას ვერ მოახერხებენ.