საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის" მანდატით შესულმა 12 დეპუტატმა პარტიის რიგები დატოვა და კოალიცია „ქართულ ოცნებაში" გაწევრიანდა. როგორც ყოფილი საკრებულოს „ნაციონალი" წევრები აცხადებენ, რომ ისინი ბოლო დროს მიხვდნენ, რომ კოალიცია „ქართული ოცნება" ჭეშმარიტი პოლიტიკური ძალაა და მათ „ნაციონალურ მოძრაობაში" არაფერი ესაქმებათ.
„გვაქვს სრული მზაობა იმისა, რომ გავერთინდეთ კოალიცია „ქართული ოცნების" რიგებში.დღეს რეალურად იწყება ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი და ჩვენი ქვეყნის არცერთ მოქალაქეს არ ექნება იმის განცდა, რომ ვინმე ოდესმე დაჩაგრავს. ჩემი თანაგუნდელები მზად ვართ გავატაროთ ის პოლიტიკა, რასაც პრემიერი ივანიშვილი ატარებს საქართველოში, ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება,"- განაცხადა გელა მჭედლიშვილმა.