სენაკში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. გვიან ღამით სტიქიის ზონაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია ჩავიდა.
შეგახსენებთ, რომ სტიქიის გამო გვიან ღამით მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. წლის სიმაღლე ზოგან 50 სანტიმეტრს, ზოგან კი 80 სანტიმეტრს აღწევდა.
წყალდიდობის გამო სენაკის ცენტრალურ მაგისტრალზე რამდენიმე საათის განმავლობაში ავტოსაგზაო მოძრაობა პარალიზებული იყო. მძიმე მდგომარეობა სენაკის რაიონის სოფლებში, ახალსოფელში, ნოსირსა და თეკლათში.
ადგილობრივების განცხადებით, ბოლო 40 წლის განმავლობაში ქალაქს ასეთი ნალექი არ ახსოვს.