სენაკის დიდი ნაწილი წყლითაა დაფარული. რუსთაველის, ჭავჭავაძის, მშვიდობის ქუჩებსა და მიმდებარე ქუჩებში წყლის სიმაღლე 50 სანტიმეტრს, ზოგან კი წყლის დონე 80 სანტიმეტრს აღწევს. დატბორილია ათეულობით სახლის პირველი სართული და სათავსო ნაგებობები.
მნიშვნელოვანია კომერციული სექტორის ზიანიც.
სენაკში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. ქალაქის ცალკეულ უბნებს არ მიეწოდება ელექტროენერგია. მძიმე მდგომარეობაა შექმნილი სოფლებში: ახალსოფელი, ნოსირსა და თეკლათში.
ადგილობრივების განცხადებით, ბოლო 40 წლის განმავლობაში ქალაქს ასეთი ნალექი არ ახსოვს.