ოს სეპარატისტთა ლიდერი ლეონიდ თიბილოვი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო წითელ ჯვარს ცხინვალის რეგიონში არაფერი ესაქმება. არგუმენტად თიბილოვს მოჰყავს ის, რომ საერთაშორისო წითელი გვრის ორგანიზაცია იმ ქვეყნების ტერიტორიებზე მოქმედებს სადაც „საგანგებო სიტუაციებია". ხოლო იმის გამო, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა თავისი ე.წ. სახელმწიფოებრიობის მშენებლობას მშვიდ ვითარებაში აგრძელებს ამ ორგანიზაციის ამ ტერიტორიაზე მოქმედება არამიზანშეწონილია.
ოსური მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულება ოს სეპარატისტთა ლიდერმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე მისცა.
„სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დავალებული აქვს შეისწავლოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის მისიის ყოფნის საკითხი.
ამ ორგანიზაციის მუშაობის შესახებ მდგომარეობაში ნათქვამია, რომ ისინი არინ იმ ტერიტორიებსა თუ ქვეყნებში, სადაც საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული. ჩვენთან ასეთი სიტუაცია არ არის, ამიტომაც მათი აქ ყოფნის საკითხი უნდა გადაიხედოს", _ განაცხადა ოს სეპარატისტთა ლიდერმა.