ქუთაისის მეორე ციხეში პატიმარი გარდაიცვალა. ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.
როგორც მედიას სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურში განუცხადეს, პატიმარი საკანში არსებული 2-სართულიანი საწოლიდან გადმოვარდა, მასთან ექიმი მყისიერად მივიდა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს პროკურატურამ.