ქუთაისში საზოგადოებრივი ავტობუსების მძღოლები დილიდან გაიფიცნენ. გაფიცულები მგზავრობის ღირებულების 30-დან 40 თეთრამდე გაზრდას მოითხოვენ.
მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსის ნესტორ კეპულაძის თქმით, მგზავრობის ღირებულების გაზრდა საკრებულოს გადასაწყვეტია.
„სამი დღე მქონდა მძღოლებთან საუბარი, თუმცა ისინი არანაირ მოლაპარაკებაზე არ მოდიან და გადაჭრით ითხოვენ ფასის გაზრდას. მოხდება თუ არა გაფიცული მძღოლების დაკმაყოფილება ეს უკვე ქალაქის საკრებულოს გადასაწყვეტია,"- ამბობს კეპულაძე.